[x]

ძიება

ლაშქრობა დამწყებთათვის - რა მჭირდება?

ლაშქრობა მინდა, მაგრამ არაფერი მაქვს — ხშირად გსმენიათ და ალბათ თქვენც არაერთხელ გითქვამთ. რთული არაფერია. ტურისტული ინვენტარის შერჩევაში და სალაშქრო აღჭურვილობის ყიდვაში ეს სტატია დაგეხმარებათ.

ბოლო განახლება · 2 წუთის წასაკითხი

რა მჭირდება სალაშქროდ?
„ლაშქრობა მინდა მაგრამ აღჭურვილობა არ მაქვს“

სალაშქრო სეზონი არასოდეს იწყება და არც არასდროს მთავრდება. ლაშქრობა ნებისმიერ სეზონზე კარგია. თუმცა აქტიური გასვლები გაზაფხულის დადგომასთან ერთად უფრო მატულობს. დამწყებთათვის განსაკუთრებით მარტივია ლაშქრობა თბილ ამინდებში.

ამ სტატიაში მოკლედ და ლაკონურად ჩამოვთვლით იმ აუცილებელ აღჭურვილობას, რაც სალაშქროდ დაგჭირდებათ.

კარავი

გაზაფხულდა, მზიანი შაბათ-კვირა მოდის და მეგობრებმა რამდენიმე დღით სალაშქროდ წასვლა გადაწყვიტეთ. სალაშქრო ინვენტარიდან კარავი პირველია, რაც ღია ცის ქვეშ დარჩენისთვის საჭირო ნივთებიდან გვახსენდება. კარვის დიზაინის და ფუნქციური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, რთულია მისი სწორედ შერჩევა და ყიდვა.

როგორ ვიყიდო კარავი? - რჩევებს ცალკე სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.

ვრცლად

ზურგჩანთა

გასავლელი გზა საკმაოდ ლამაზი და არც ისე რთულია, მაგრამ ფიქრობთ ბარგი რაში ჩააწყოთ. კარგად შერჩეული სალაშქრო ზურგჩანთა პირდაპირ განაპირობებს თქვენს კარგ განწყობას. უმთავრესი რჩევაა, რომ არ დაზოგოთ თანხა ზურგჩანთაზე, რომ ეს დანაზოგი მთაში სიარულისას სანანებლად არ გექცეთ.

ზურგჩანთის ყველა დეტალი კარგად უნდა შეარჩიოთ, რომ სიარულისას რაც შეიძლება მარტივი და კომფორტული იყოს მისი ტარება.

ზურგჩანთების ყიდვაზე დეტალურ რჩევებს ცალკე სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.

ვრცლად

საძილე ტომარა

„გოგო/ბიჭო და სპალნიკი გაქვს?“ – უფრო სწორედ საძილე ტომარა. ღამე თუ შეგცივდათ, პირველ რიგში საძილე ტომარას დააბრალებთ, ამიტომ დიდი ყურადღებით შეარჩიეთ იგი და ნუ დაზოგავთ თანხას ხარისხის ხარჯზე.

საძილე ტომარა აღჭურვილობის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია ნებისმიერი ორი ან მეტდღიანი საგარეო აქტივობისთვის. ის არც თუ ისე ბევრ კატეგორიად იყოფა. ძირითადი განმასხვავებელია მასალა, ტემპერატურული თავსებადობა და ფორმა.

საძილე ტომრის ყიდვაზე რჩევებს ცალკე სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.

ვრცლად

ქვესაგები (პარალონი)

საძილე ტომარა ცალკე არაფერს გარგებთ, თუ მას მიწიდან მომავალი სიცივისგან ქვესაგები არ იცავს. საძილე ქვესაგები, ჩვენში ცნობილი როგორც პედი ან პარალონი, არსებობს რამდენიმე განსხვავებული სახის – დასაკეცი, დასახვევი, გასაბერი თუ თვითგაბერვადი.

ქვესაგების შეძენაზე რჩევებს ცალკე სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.

ვრცლად

სხვა სალაშქრო აღჭურვილობა

აქ არ ჩამოვთვალეთ სალაშქრო ტანსაცმელი – შარვალი, ქურთუკი, შიდა ტანსაცმელი და ა.შ. თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ. სალაშქრო ფეხსაცმელზე დეტალურ რჩევებს ახლო მომავალში შემოგთავაზებთ. აუცილებელი ნივთების სიას ასევე უნდა მივაწეროთ საწვიმარი – როგორც ჩასაცმელი, ასევე ზურგჩანთისთვის.

სხვა არა აუცილებელი ნივთების სიიდან შეგვიძლია გამოვარჩიოთ:

კიდევ რა უნდა ვიცოდე?

ლაშქრობა დამწყებთათვის - რა მჭირდება?

ყველაფერი დროთა განმავლობაში მიღებული გამოცდილებით მოდის, მაგრამ ასევე შეგიძლიათ სხვისი რჩევებიც გაითვალისწინოთ. ლაშქრობაში წასვლამდე აუცილებლად გადაიკითხეთ შემდეგი სტატიები: