[x]

ძიება

ყველაფერი ზამთრის კურორტების შესახებ 2017/2018

ყველაფერი ზამთრის კურორტების შესახებ. როდის იხსნება სეზონი, რა ღირს საბაგირო, სათხილამურო ტრასების რუკები, ფასები და ა.შ. მოკლედ იმ სიახლეების შესახებ, რაც წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე გველის.

ბოლო განახლება · 3 წუთის წასაკითხი

ზამთრის კურორტები საქართველოში
და ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ

საქართველოში უფრო და უფრო ვითარდება ზამთრის კურორტები. იზრდება მათი რაოდენობა და ინფრასტრუქტურაც უფრო დახვეწილი ხდება. ბოლო დროს საქართველო სულ უფრო წინ მიიწევს ევროპის სამთო-სათხილამურო კორორტების რეიტინგში.

ეს სტატია არის წინა წლების. ახალი 2018-2019 წლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ასევე კარგი სიახლეა ის, რომ გაკეთდა განაცხადი 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე.

სეზონის გახსნა
როდის იხსნება სათხილამურო ტრასები და საბაგიროები

გოდერძი 9 დეკემბერი
გუდაური 10 დეკემბერი
ბაკურიანი (კოხტა-მიტარბი) 23 დეკემბერი
ბაკურიანი (დიდველი) 12 დეკემბერი
სვანეთი (თეთნულდი, ჰაწვალი) 17 დეკემბერი
(მესტიაში გაუკვალავში სრიალის სეზონი 2 დეკემბრიდან უკვე გახსნილია)

რა სიახლეებია ზამთრის კურორტებზე 2017-2018 წლის სეზონზე

ინფრასტრუქტურას დაემატა სამაშველო ჯიხურები და საპირფარეშოები მესტიის, ბაკურიანის და გუდაურის ტერიტორიებზე. მეტი ყველა სიახლის შესახებ:

მესტია

  • 2017 წლის ბოლოს სრულდება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი 1200 მეტრი სიგრძის საბაგიროს მშენებლობა. საბაგირო არის 6 კაციანი ღია სავარძლის ტიპის და დამზადებულია Doppelmayr-ის, ამ სფეროში საუკეთესო მწარმოებლის მიერ.

  • მესტიაში, ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე გაიხსნა CloudBase Hut - ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარე კოტეჯი, რომელიც იტევს 15 ადამიანს. ქლაუდბეისი გათვლილია მათზე, ვისაც იზიდავთ გაუკვალავში, გრძელ ტრასებზე და სხვადასხვა რელიეფზე სნოუბორდით ან თხილამურებით სრიალი.

  • მთელი სვანეთის მასშტაბით (მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულში და ლენტეხში) აშენდება შედარებით პატარა საბაგიორებიც, რომლის მიზანიც არის ადგილობრივებში ზამთრის სპორტის ხელშეწყობა.

გუდაური

  • განახლდა და დაიხვეწა ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზის დამონტაჟება.

  • ბოლო დროს პოპულარულ Quardum Hotel-ს 2018 წლისთვის ემატება იოგას დარბაზი, საცურაო აუზი, საუნა და რესტორანი. სასტუმრო იმუშავებს ოთხივე სეზონზე.

  • გუდაურში დაწყებულია პატარა ქალაქის შენება, სადაც უკვე დასრულდა 5 სასტუმროს ტიპის სახლის მშენებლობა. ასევე არის კაფეები, რესტორნები და მრავალი სხვადასხვა გასართობი ობიექტი.

  • 2019 წლისთვის დასრულდება გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, Radisson Blu Mountain Resort Gudauri-ს მშენებლობა.

ბაკურიანი

  • ბაკურიანშიც განახლდა და დაიხვეწა ინფრასტრუქტურა.

  • გაკეთდა კოხტა-მიტარბის დამაკავშირებელი სათხილამურო ტრასა.

  • მიტარბის სათხილამურო კურორტს დაემატა ახალი სათხილამურო გზები.

  • გაიხსნა აპარტოტელი The Valley Bakuriani, რომელიც კურორტის ტურისტულ ცენტრში, დიდველის ტერიტორიაზეა და მუშაობს 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტებით.

  • კინოთეატრ დიდველში გაიხსნა საინფორმაციო სივრცე, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა გაიგოს ნებისმიერი ინფორმაცია და სიახლე, რაც ბაკურიანს უკავშირდება.

გოდერძი

  • გოდერძის სათხილამურო კურორტს დაემატება ორი მცირე ზომის საბაგირო.

  • მოწყობა სპეციალური არე ბავშვებითვის.

  • გოდერძის კურორტს მალე კინოთეატრიც ექნება.

  • გოდერძის კურორტზე მალე დამთავრდება 6 ახალი სასტუმროს მშენებლობა, სადაც ჯამში 435 ადამიანს შეეძლება დარჩენა.

სათხილამურო ტრასები სხვადასხვა კურორტებზე
ტრასები 2017-2018 წლის მონაცემებით

საბაგიროს ფასები
გუდაური საბაგირო ფასები, რა ღირს სტუდენტური სკიპასი, მულტიფასი, აბონემენტი

წლევანდელი ფასები განსხვავდება წინა წლების ფასებისგან, ამიტომ გთავაზოვთ საბაგიროების და აბონემენტების ღირებულებების ცხრილს:

გუდაური

გუდაური საბაგიროს ფასები

ბაკურიანი

ბაკურიანი საბაგიროს ფასები

სვანეთი

საბაგიროს ფასები მესტია ჰაწვალი თეთნულდი

გოდერძი

საბაგიროს ფასები გოდერძი

  • „ბარქოდი“ - ერთჯერადი ქაღალდის შტრიხკოდიანი ბარათი;
  • „მულტიფასი“ - ერთჯერადი ქაღალდის ბარათი;
  • „მულტიქარდი“ – 5 ლარიანი მრავალჯერადი / ჩატვირთვადი ბარათი.
  • „მულტიქარდი“ (მრავალჯერადი) არის სახელობითი ბარათი და მისი შეძენა სავალდებულო იქნება ყველა კატეგორიის აბონემენტის მსურველთათვის გარდა ერთი ასვლისდა 1 დღიანი აბონემენტისა;
  • საბავშვო ასაკი განისაზღვრება 1-დან 16 წლამდე. მგზავრობა ნებისმიერ საბაგიროზე 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა;
  • სტუდენტზე გაიცემა სეზონური აბონემენტი, მხოლოდ სტუდენტური ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში;
  • საქართველოს მოქალაქე პენსიონერებზე გაიცემა 1 დღიანი აბონემენტი უფასოდ;

აქვე წასაკითხი: როგორ შევარჩიოთ სნოუბორდი და თოვლის სათვალე.

Live კამერები

აქ შეგიძლიათ იხილოთ გუდაური და ბაკურიანი ლაივ კამერებიდან. ფოტოები ახლდება და მოწოდებულია meteo.gov.ge-ს მიერ. საიტს მალე დაემატება მესტიის ლაივ კამერაც.

გუდაური LIVE

გუდაურის ლაივ live კამერა

ბაკურიანი LIVE

ბაკურიანის ლაივ live კამერა

ამინდის პროგნოზი
რა ამინდია კურორტებზე, როგორია თოვლი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ამინდი. ზოგადად ჯობს მზიან ამინდში სრიალი, რადგან უკეთესია ხილვადობა და ძალიანაც არ ყინავს. სასრიალოდ გასვლამდე გადაამოწმეთ უახლოესი 24 საათის პროგნოზი, რომ თავიდან აირიდოთ უამინდობით გამოწვეული უხასიათობა.


წყარო: მთის კურორტების განვითარების კომპანია. ფოტოები: ნათია რუხაძე, ნანო ფალიანი, copter.ge