ცარცის ჩანთა
საცოცი, იგივე მაგნეზიის ჩანთა, მეკლდეურის აღჭურვილობიდან ყველაზე მარტივი შესარჩევი ნივთია. მიუხედავად ამისა, არის რაღაც დეტალები, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება შეძენისას.
ზომა და ფორმა
პატარა ზომის ჩანთები კარგია დარბაზში ვარჯიშისას, როცა მაგნეზია დიდი რაოდენობით არ გვჭირდება. ასევე კარგია მათთვის ვისაც ხელის პატარა ზომა აქვს.
სტანდარტული ჩანთები ყველაზე პოპულარული არჩევანია და დიდ მსჯელობას არ საჭიროებს.
დიდი ზომის ჩანთები კარგია საზიარო მაგნეზიისთვის. ასეთი ჩანთები წელზე დამაგრების მაგივრად დევს ძირს და იყენებს არაერთი მეკლდეური ერთად.
ფორმის მიხედვით ჩანთები ცილინდრული და წაწვეტებული ფორმებისაა. ლეგენდის თანახმად წაწვეტებული, კონუსის ფორმის ჩანთა უფრო მოხერხებულია.
სხვა მახასიათებლები
-
შესაკრავი თავი
ეს აუცილებელი დეტალია. ჩანთას უნდა ეკვრებოდეს თავი მარტივად და საიმედოდ.
-
მყარი ჩარჩო
წრიული მყარი ჩარჩო აადვილებს ჩანთით სარგებლობას, ხელის ჩაყოფა არ არის საწვალებელი.
-
ფლისის სარჩული
ფლისის სარჩული არ ატარებს მაგნეზიის ცარცს, იკავებს და თანაბრად ანაწილებს ხელზე.
-
წელის ქამარი
გარდა დაცვის ქამარზე მიმაგრებისა, დაგვჭირდება ჩანთის პირდაპირ წელზე დამაგრებაც. ამისთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ჩანთას მოყვებოდეს წელის წვრილი ქამარი.
-
ჯაგრისის ყულფი
ეს პატარა ყულფი გამოიყენება კლდის/კედლის საწმენდი ჯაგრისის ჩანთაზე მისამაგრებლად.
კომენტარების ნახვა
დაწერე კომენტარი