ახალი GoPro Hero (2018)
საკმარისი მონაცემებით და იდეალური ფასით
რამდენიმე დღის წინ GoPro-მ გამოუშვა ექსტრემალური კამერების ახალი მოდელი Hero. ეს გოუპრო იდეალურია მოყვარულებისთვის და დამწყებთათვის. თუ აქამდე არცერთი სპორტული ვიდეოკამერა არ გქონია, GoPro Hero იდეალური დასაწყისია შენთვის.
მას შეუძლია 1440p და 1080p ვიდეოების გადაღება წამში 60 კადრი სისწრაფით (60 FPS). ეს კი სრულიად საკმარისია სამოყვარულო გადაღებებისთვის. ამ გოუპროს ყიდვა Hero 6-თან შედარებით ორჯერ იაფად შეიძლება. ფასი $200-ს არ აღემატება.
* - ღირებულება მოცემულია ოფიციალური საიტიდან (gopro.com). ფასები Amazon.com-ზე შესაძლოა უფრო დაბალი იყოს.
Hero 6 და Hero 5-სგან განსხვავებით ამ მოდელს არ აქვს 4K რეზოლუცია და არც მაღალი FPS-ით გამოირჩევა, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დაბალი ფასის გამოა. და მართლა, 4K ნამდვილად ზედმეტია, როცა იცი, რომ გადაღებულ ათას ვიდეოს კომპიუტერში გადაიტანის მერე არც არასოდეს დაახარისხებ ან წაშლი.
მონაცემების შედარება
Hero (2018) | Hero 5 Black | Hero 6 Black | |
---|---|---|---|
ვიდეო | 1080p და 1440p / 60 FPS | 4K / 30 FPS | 4K / 60 FPS |
ფოტო | 10MP / 10 FPS | 12MP / 30 FPS | 12MP / 30 FPS |
სენსორული ეკრანი | კი | კი | კი |
ხმით კონტროლი | კი | კი | კი |
ვიდეო სტაბილიზაცია | კი | კი | კი (დახვეწილი) |
Karma დრონთან თავსებადობა | არა | კი | კი |
GP1 პროცესორი | არა | არა | კი |
HDR ფოტო | არა | არა | კი |
ექსპოზიციის კონტროლი | არა | კი | კი |
ProTune™ | არა | კი | კი |
GPS | არა | კი | კი |
და GoPro Session?
ცნობილი გახდა, რომ GoPro Hero-მ ჩაანაცვლა GoPro-ს Session სერია. გოუპროს ოფიციალური საიტიდან სეშენი ამოღებულია, მაგრამ ჯერჯერობით შესაძლებელი რჩება მისი ყიდვა ონლაინ მაღაზიებში.
კომენტარების ნახვა
დაწერე კომენტარი